18 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
"კურიერის" მიერ მოპოვებული ჩვენება, დოკუმენტი ციხიდან - რას ჰყვება შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის თანამესაკნე

დოკუმენტი ციხიდან, სადაც დეტალურად არის აღწერილი გიორგი შაქარაშვილი მკვლელობის ღამე. რა მოუყვა ბრალდებულმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა მისსავე საკანში მყოფ პირს და რა წერია "რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ ჩვენებაში.

ეს არის  საკანში მოყოლილი შურისძიების ისტორია. უფრო სწორად კი, როგორც ჩვენებაში წერია ე.წ. "აბაროტი" საბურთალოელებზე. დოკუმენტში ფაქტობრივად 18 ივნისის მთელი ღამეა აღდგენილი, მათ შორის ის დაზიანებები, რაც 19 წლის ფეხბურთელს არაგვის ხიდის ქვეშ მიაყენეს. გაქცეული მსხვერპლი, დევნა, ცემა, მათ შორის წიხლებით და მდინარეში გადაგდებული ბიჭი.

მკვლელობაში ბრალდებული ნიკა რევაზიშვილის თანამესაკნე დეტალურად აღწერს მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ მომხდარ საზარელ მკვლელობას. ის ამტკიცებს, რომ საქმის ირიბი მოწმეა და მომხდარი მისმა თანამესაკნე ნიკა რევაზიშვილმა უამბო.

ნიკა რევაზიშვილის ოჯახი დარწმუნებულია, რომ თანამესაკნე მოსყიდული მოწმეა. 

დღის ამბები