დღეს სასამართლო ლისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული პატრულ ინსპექტორის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, ირაკლი ცომაია ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. შესაბამისად, მისი თქმით, დაცვის მხარე რაიმე სახის საშეღავათო მოთხოვნით დღევანდელ სხდომაზე არ წარსდგება.
ცნობისთვის, 30 აგვისტოს ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს დაეჯახა. იგი ჟვანიას სახელობის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.