საერთაშორისო ფესტივალმა "ღამის სერენადები" ბათუმიდან თბილისში გადმოინაცვლა. როგორც ცნობილია, მსმენელისთვის დაუკრავენ პიანისტები ლიზა ჩხაიძე, ელენე შავერზაშვილი და კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები", რომელსაც მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი კი გიორგი ისაკაძე იქნება. მაყურებელს საერთაშორისო ფესტივალზე დასწრება 2 და 4 სექტემბერს შეეძლება. "კურიერმა" ღონისძიების გენერალური რეპეტიცია გადაიღო.