08 სექტემბერი 2026,   20:49
ვრცლად
ავთანდილ ბილანიშვილი იგივე "კაწრო" შსს-ში იმყოფებოდა

ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო" დღეს შსს-ში იმყოფებოდა.

როგორც უწყებიდან გამოსულმა ბილანიშვილმა განაცხადა, შსს-ში პირად საქმეზე იყო, კონკრეტულად კი, მანქანა გამოიყვანა საჯარიმოდან. იგივე თქვა მისმა ადვოკატმა და თან აღნიშნა, რომ ​ შეკითხვები შაქარაშვილის საქმეს არ ეხებოდა.

"პირად საქმეზე ვიყავით, მაგრამ არ გეტყვით კონკრეტულად რაზე. ჩვენი შსს-ში მისვლა არცერთ გახმაურებულ საქმეს არ ეხება და არაფერთან არ არის კავშირში. ჩათვალეთ ექსკურსიაზე ვიყავით,"- განაცხადა ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ. 

დღის ამბები