19 ნოემბერი 2024,   04:20
ვრცლად
ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი", 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი გახდა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და კომპანია IDS ბორჯომი თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების მიხედვით, ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი", 2020 წლის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორი გახდა.

პარტნიორობის ფარგლებში, კომპანია ბორჯომი ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით გასამართ ღონისძიებებს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

მემორანდუმს ხელი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და კომპანია IDS ბორჯომი თბილისის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ მოაწერეს.

დღის ამბები