შუახევში მომხდარი მსხვერპლით დასრულებული ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მსუბუქია.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, ცხედრები გვიან ღამით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში გუშინ 3 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მოცურდა და დაახლოებით 100 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა.
დაღუპულთა შორის 2 შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელია. ავარიის შედეგად დაშავდა 2 პირი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლით არი დაწყებული.