380-მდე ტესტის პასუხს ელოდებიან გურიაში. ჩოხატაურის სოფელ ქვენობანში მოსახლეობის PCR კვლევა უკვე დასრულდა.
გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ტესტების პასუხებზე იქნება დამოკიდებული მათი სამომავლო გეგმებიც.
არ არის გამორიცხული, გაფართოებული ტესტირება გურიის სხვა სოფლებშიც ჩატარდეს. ინფექცია მანამდე მწვანე ზონად აღიარებულ რეგიონში მას შემდეგ გავრცელდა, რაც 23 წლის გოგოს ჩოხატაურში ვირუსი დაუდასტურდა.
მანამდე, ის ამავე რაიონიდან, რამდენიმე ადამიანთან ერთად, ბათუმში ქორწილში იმყოფებოდა.