აჭარაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.
შავიშვილის თქმით, ინფიცირებულების უმრავლესობა დადასტურებულთან კონტაქტებია.
"აჭარაში 20 დადასტურებული შემთხვევაა, უმრავლესობა არის დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტები. დანარჩენის კვლევები მიმდინარეობს, რათა კონტაქტები დადგინდეს," - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.