შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი მასალებისთვის არჩილ გაგნიძის ადვოკატი იმყოფებოდა.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის უფლებადამცველი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებში მნიშვნელოვანი არაფერია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არჩილ გაგნიძე უდანაშაულოა.
"საქმის მასალები 18 ტომად გადმოგვეცა. ეს არის მაკულატურა, რომელსაც არანაირი ღირებულება არ ექნება საქმისთვის. თუმცა რაც იწვალა და რაც გააკეთა ბრალდების მხარემ, ეს არის შესაძლო მტკიცებულებები და ფიზიკურად ვერ შექმნიან დანაშაულის შემადგენლობას, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 225-ე მუხლით,"- აცხადებს არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.