19 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება - მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ქვეყანაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ავადობის მაჩვენებელი 100 000-ს მოსახლეზე, 8-ს შეადგენს. თუმცა მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა ჯერჯერობით მწვანე ზონაში რჩება, ვინაიდან ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ზე ნაკლებია.

როგორც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა, ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა, რის საფუძველზეც, შესაძლოა, დაავადებამ ინტენსიური გავრცელების სახე მიიღოს.

"მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყანაში ბოლო 2 კვირის განმავლობაში ავადობის მაჩვენებლები შეიცვალა. ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ავადობის მაჩვენებელი გახლავთ უკვე ქვეყანაში 8. მართალია ამ მაჩვენებლით ჯერჯერობით ქვეყანა რჩება მწვანე ზონაში იმიტომ, რომ 10-ზე ნაკლებია ინციდენტობა, რომელიც ჩვენთან არის, მაგრამ ახალი 45 დადასტურებული შემთხვევა ქვეყანაში ეპიდემიის პერიოდში პირველად დადასტურდა.

აქედან გამომდინარე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ დაავადებამ მიიღო უფრო ინტენსიური გავრცელება და ჩვენი ზომიერი კონტროლირებადი მატება ეჭვის ქვეშ დგება," - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

დღის ამბები