"ახალი ენერგია ქუთაისისთვის" - ამ დევიზით აპირებს ბრძოლას ქუთაისისთვის პერსპექტივის დასაბრუნებლად და არჩევნებში გასამარჯვებლად ოთარ კახიძე.
"ევროპული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ქუთაისში ოფისი გახსნა. კახიძემ საარჩევნო პროგრამაზე და ქუთაისთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პარლამენტის დაბრუნებასთან ერთად მნიშვნელოვანია, ქალაქში აეროპორტის სრულად ამუშავება და სამუშაო ადგილების შექმნა.
"ქუთაისში მთავარი პრობლემა არის სამუშაო ადგილების არ ქონა, ეს არის ტურისტებისგან დაცლილი ქალაქი და დახურული საჰაერო სივრცე.
მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი არის პარლამენტი, რომელიც სრულად უნდა დაბრუნდეს ქუთაისში.
საექსპორტო პოტენციალის განვითარება არის საკვანძო საკითხი და ქუთაისის აეროპორტს უნდა დაემატოს სატვირთო ტერმინალი.
არსებული კრიზის დაძლევა და ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება მშვიდობიანად, ეს არის "ევროპული საქართველოს" მთავარი მიმართულება,"- განაცხადა პარლამენტის ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი "ევროპული საქართველოდან" ოთო კახიძემ.