შეკვეთილში, სასტუმრო "პარაგრაფის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. რამდენიმე პირს, რომელიც ინფიცირებულთან შემხებლობაში იყო, ტესტირება ჩაუტარდა.
სასტუმროს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ პირთან კონტაქტი მხოლოდ 3 ადამიანს ჰქონდა და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა ისინი კვლავ იზოლაციაში რჩებიან. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, სასტუმროში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სასტუმრო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
სასტუმროს წარმომადგენლის განცხადებით, ვიდრე კორონავირუსის დაუდასტურდებოდა, აღნიშნული პირი, რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა თბილისში, რადგან ის სასტუმროში სამუშაოდ მხოლოდ გარკვეული პერიოდით იმყოფებოდა.
"აღნიშნულ პიროვნებას, რომელსაც დაუდასტურდა COVID-19, არ არის სასტუმრო "პარაგრაფის" შტატში რიცხული თანამშრომელი. ის იმყოფებოდა სასტუმროში დროებით, მისი ოჯახის წევრები ისვენებდნენ ბათუმში და ის იყო დროებით, ოჯახთან ერთად.
აღნიშნულ პირს, კორონავირუსი დაუდასტურდა უკვე თბილისში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში.
თანამშრომლებს, რომლებიც იყვნენ მასთან პირდაპირ შემხებლობაში, უტარდებათ ტესტირება და გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში.
სასტუმროს ტერიტორიაზე COVID-19 დადასტურების შემთხვევაში, სასტუმროს ახლანდელ და მომავალ სტუმრებს, მყისიერად შევატყობინებთ ინფორმაციას," - განაცხადა სასტუმრო "პარაგრაფის" პიარისა და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა თამუნა ჯიჯიხიამ.