თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან 5 სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, 25 შემთხვევის წყარო კი აჭარის რეგიონია.
"5-ის წყარო არის "დონა", 14 პაციენტის წყარო არის ბათუმი, 18 პაციენტის წყარო გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. 4 პაციენტის წყარო არის აჭარაში მოგზაურობის ისტორია. 3 პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა და აქედან 2 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, 5 გახლავთ სამედიცინო პერსონალი, 8 პაციენტზე კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.