19 ნოემბერი 2024,   03:33
ვრცლად
ახალქალაქის მოსახლეობამ გაზის გაზრდილი გადასახადი აქციით გააპროტესტა

ახალქალაქში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა - ადგილობრივები გაზის გაზრდილ გადასახადებს აპროტესტებენ. ისინი დეპუტატ ენზელ მკოიანის ინტერესებზე ლაპარაკობენ, ვინაიდან ბუნებრივი აირის კომპანიის 40%-ის მფლობელი დეპუტატის ძმაა.

"ვიცით, რომ "სოკარისგან" ვღებულობთ საერთოდ საქართველოში, მაგრამ ახალქალაქში ეს მკოიანები არიან, ესენი კურირებენ ამას. ვთქვათ დაწვეს 10 კუბი გაზი, მოდის 20-ის ან 30-ის გადასახდელი ზედ მრიცხველზე. ხალხმა რამდენჯერ მიმართა იმ გაზ კომპანიას, მერე ჟურნალისტებს მიმართეს," - აცხადებს აქციის მონაწილე ჯული ველელი.

ბრალდებებს კომპანიაში უარყოფენ, თავად ენზელ მკოიანი კი მოსახლეობის პროტესტს მის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიასთან აკავშირებს.

"ასეთი რამ წარმოუდგენელია, ჩვენი წარმომადგენლები შემოწმების დროს ფოტოებსაც უღებენ იმ მრიცხველს. ძალიან იშვიათად შეიძლება კონტროლიორი შეცდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მას თანხა ხელფასიდან ექვითება. ამ მომიტინგეებიდან ერთიც არ მოსულა საჩივრით," - განაცხადა კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რაზმიკ უმაშიანმა.

დღის ამბები