ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლოს დადასტურებული კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევიდან, 29 არის ბათუმში დაფიქსირებული, 24 ქუთაისის სკოლასთან კავშირში, 12 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 5 შემთხვევა არის მოგზაურობის ისტორიით აჭარაში, 4 შემოტანილი (აქედან 3 მძღოლი), 3 სამედიცინო პერსონალი და 10-ზე გრძელდება კვლევა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ამ ეტაპზე 71%-ია. კოვიდცენტრებში მკურნალობას 536 პაციენტი გადის, აქედან, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია 4, ხოლო მძიმე მდგომარეობაშია- 17.
ინფექციურ საავადმყოფოში 23 პაციენტი გადის მკურნალობას კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.