18 მაისი 2024,   10:29
ვრცლად
საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინი გამოცხადდა

87 ინფიცირებული ბოლო 24 საათში. კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 100-ის ნიშნულს უახლოვდება. ვირუსთან 7 თვიანი ბრძოლის განმავლობაში დღეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც დამყარებულ ანტირეკორდს ბევრად აღემატება. ახალი პაციენტებიდან სპეციალისტებს უჭირთ დაადგინონ 10-ის ინფიცირების წყარო. ეს გარემოება კი ვირუსის გავრცელების გზით რისკებს კიდევ უფრო ზრდის.

კარანტინი გამოცხადდა საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე. ადგილზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად გამკაცრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბაზაზე ერთ-ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან სამხედროებიც.

დღის ამბები