კოვიდინფიცირების 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა - 12 სექტემბერს ქვეყანაში ინფექციის გავრცელების ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა. აჭარა, სამეგრელო, იმერეთი, თბილისი და გურია - ის გეოგრაფიული ერთეულებია, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებულია გამოვლენილი.
მიუხედავად მასშტაბური მონაცემებისა, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ფიქრობს, რომ რეგულაციების გამკაცრების საჭიროება არ არსებობს.
ყველაზე რთული ეპიდვითარება კვლავ აჭარის რეგიონში რჩება.