მორიგი დაპირისპირება საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციაში. ეროვნული ნაკრებისა და პარა-მკლავჭიდის ნაკრების მთავარი მწვრთნელები ფედერაციის პრეზიდენტს, სოსო ჯაჭვლიანს უპირისპირდებიან.
მათი განცხადებით, მიზეზი ის სოლიდური თანხებია, რომლებსაც მწვრთნელები სახელმწიფოსგან პრემიის სახით ოფიციალურად იღებდნენ და შემდეგ ჯაჭვლიანს წლების მანძილზე საკუთარი ნება-სურვილით უნაწილებდნენ.
სოსო ჯაჭვლიანმა ვრცელი კომენტარისაგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ ყველაფერი სასამართლოში გაირკვევა.
ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევა არ არის, თითქმის ყოველწლიურად ფედერაციაში სხვადასხვა მიზეზით უთანხმოება ხდება. მწვრთნელები სოსო ჯაჭვლიანის გადადგომას პერიოდულად ითხოვენ.
ავტორი : დავით ფრანგიშვილი