19 ნოემბერი 2024,   08:18
ვრცლად
შიდა ქართლში covid 19-ის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კოვიდის 8 ახალი შემთხვევა შიდა ქართლში დაფიქსირდა. ახლად დაინფიცირებულები თბილისსა და კახეთში დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან, ნაწილი კი გორში გადახდილ ქორწილს უკავშირდება. ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

პაციენტები კოვიდ კლინიკებში არიან განთავსებული. დილიდან ეპიდემიოლოგები ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოვლენას და ღრმა ეპიდკვლევას იწყებენ. გუშინ შიდა ქართლიდან ლუგარის ლაბორატორიაში 30 ნიმუში გაიგზავნა. დღეს პასუხებს ელოდებიან.

გურიაში კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა. ახალი შემთხვევებიდან 2 ჩოხატაურს, 2 კი ოზურგეთს უკავშირდება.

ინფიცირებულები ე. წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან. რაც შეეხება რუხის კოვიდ მიმღებ კლინიკას - ამ დროისთვის 62 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 12 არასრულწლოვანია.

როგორც ექიმები ამბობენ, სამი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი კორონავირუსი ოკუპირებულ საბერიოში 53 ადამიანს დაუდგინდა.

დღის ამბები