19 ნოემბერი 2024,   04:45
ვრცლად
მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რათა განგვეხილა ის ცვლილებები, რაც უნდა შევიდეს სასამართლო სისტემაში - კელი დეგნანი

სასამართლო სისტემა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ფუნდამენტია და ქვეყნის წინსვლისთვის ცვლილებები მნიშვნელოვანია - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა პარლამენტის თავმჯდომარის, დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რათა განგვეხილა ის ცვლილებები, რაც უნდა შევიდეს სასამართლო სისტემაში. იყო რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან, ევროკავშირისგან და აშშ-სგან. ეს არის საქართველოს გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი პროცესი,"- აღნიშნავს კელი დეგნანი.

დღის ამბები