2016 წლის მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესი იქნება, თუმცა ჯერ არმიღებულ კანონს უკვე არაერთი კრიტიკოსი ჰყავს.
რას აპროტესტებს არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა დანიშვნის წესსში - მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ საკანონმდებლო პაკეტი სასამართლო სისტემის რეალურ გაჯანსაღებას ხელს არ შეუწყობს. კოალიციის წევრების თქმით, რეფორმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოდერნიზებას და მოსამართლეთა დანიშვნის წესის ფუნდამენტურ ცვლილებას არ ითვალისწინებს. არასამთავრობოების პოზიცია დღეს სოციალურ ქსელში გაიზიარა სახალხო დამცველმაც.
თუმცა, მმართველი პარტია აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ახალ ეტაპზე ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია გათვალისწინებულია. მეოთხე ტალღის ამ ნაწილით კმაყოფილი ამერიკის დიპლომატიური მისიაც.