25 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის განხილვა დღეს განახლდება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის არსებითი განხილვა დღეს, დილის 11:00 საათიდან განახლდება. მცხეთის სასამართლოს დარბაზში ამჯერად დამოუკიდებელი ექსპერტი და შესაძლოა, ბრალდებული გიგა ტატიაშვილი გამოიკითხოს.

გუშინ პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულების მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარი გახდა. ისინი პროცესზე მოწმის სტატუსით იმყოფებოდნენ. ადვოკატები განმარტავენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ მოსალოდნელი დაკითხვის შესახებ და კონსულტაციებისთვის დროს სჭირდებოდათ.

"ჩიქოვანმა და გაგნიძემ გამოაცხადეს, რომ სჭირდებათ დრო, რათა მოემზადონ ჩვენების მისაცემად. ბუნებრივია უნდა გაიარონ კონსულტაცია თავიანთ ინტერესების დამცველთან. ვფიქრობ დაიკითხებიან ის მოწმეები, ვინც არიან ექსპერტები, ვინც იყო მოწვეული და ვერ მოესწრო მათი დაკითხვა. ტატიაშვილი ვერ გეტყვით, მან განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მაგრამ მოესწრება, თუ არა მისი დაკითხვა ამას ვერ გეტყვით,"- განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

ვახტანგ ჩიქოვანის და არასრულწლოვან ნ. ც.-ს ადვოკატის არჩილ ბერიანიძის თქმით, ბრალდების მხარე ასევე აპირებს საკუთარი მოწმეების წარმოდგენას.

დღის ამბები