26 აპრილი 2024,   22:15
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის დედა არასრულწლოვნების საქმეზე დაიკითხება

არასრულწლოვნების საქმეზე გიორგი შაქარაშვილის დედა დაიკითხება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატები ავრცელებენ. მიუხედავად მათი შუამდგომლობისა, ბრალდებამ თამარ შალვაშვილის დაკითხვა მოითხოვა. 

ასევე, ამ დრომდე უცნობია მორაგბის, რკინის ხელკეტიანი ნიკა ჟვანიას პოზიცია დაკითხვასთან დაკავშირებით. 

მანამდე კი დაიკითხა გიგა ტატიაშვილი რომელმაც სასამართლოს უთხრა, რომ ნიკა ჟვანიამ რკინის ხელკეტით დაზიანება კონსტანტინე ღიბრაძეს მიაყენა. ასევე, გიორგი ქათამაძის ეპიზოდზე მან აღნიშნა, რომ მისი ყველა მგზავრი იღებდა მონაწილეობას ჩხუბში და იქნევდნენ ხელ-ფეხს, მაგრამ ხვდებოდა თუ არა ქათამაძეს, ვერ დააკონკრეტა.

მგზავრებს შორის ტატიაშვილმა დააკონკრეტა, იყო ის ორი პირი რომელიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდა. 

ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში გამოირიცხა, რომ ნაძალადეველებმა წინასწარ დააორგანიზეს ძალადობა და ისე ჩავიდნენ მცხეთაში.

დღის ამბები