დღეს რაგბის კავშირში სროლის დროს, "შვიდკაცას" კაპიტანი რამაზ ხარაზიშვილი დაზიანდა.
საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღი. ხარაზიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია კი უკვე დაკავებულია, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ.
რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე თავშეკავებით საუბრობენ, მას დაზიანება ფეხის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი - 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ჟურნალისტებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ განუცხადა, მათ ცენტრში 32 წლის მამაკაცი 13:25 საათზე შეიყვანეს, რომელსაც ჭრილობა მარცხენა წვივის არეში ჰქონდა მიყენებული.