გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ადვოკატის განცხადებით, გიგა ტატიაშვილმა დაადასტურა, რომ ჟვანიას რკინის ხელკეტი ჰქონდა.
გიგა ტატიშვილმა ნიკა ჟვანია ამხილა - ევროპის ჩემპიონმა ძიუდოში რკინის ხელკეტიანი მორაგბის წინააღმდეგ ჩვენება მისცა.
ბრალდებულმა დაადასტურა, რომ ჟვანია 18 ივნისის ღამეს რკინის ხელკეტით წვეულების დიჯეი კოკო ღიბრაძეს გაუსწორდა და დაზიანება მიაყენა.
ავტომაგისტრალის ინციდენტის ნაწილში, ტატიაშვილმა ჩვენების ყველაზე მნიშვნელოვანია გარემოება გაიმეორა და აღნიშნა, რომ მისი ავტომობილის ყველა მგზავრი ჩხუბში მონაწილებდა, იქნევდა ხელ-ფეხს, მაგრამ ხვდებოდა თუ არა გიორგი ქათამაძეს მისთვის უცნობია.
გიგა ტატიაშვილმა დააკონკრეტა რომ მგზავრებს შორის ის ორი პირიც იყო რომელიც ექვსეულის შორიახლოს გადაადგილდებოდნენ.