ლარსის გამშვებ პუნქტთან მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 40 წლის ვადიმ გობოზოვს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი გუშინ წაუყენეს.
გამოძიების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობები დაკავებულის მამას საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალან მუზაშვილმა მიაყენა, რის შემდეგაც შვილმა შური იძია და თავდამსხმელი ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა.
დაკავებულს შვიდიდან თხუთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.