10 სექტემბერი 2026,   00:29
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. ბუზების ექსპერიმენტი მიმდინარეობს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ წუთებში ე.წ. ბუზების ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ოჯახის მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ საკალმახე ალგეთში ის მწერები ნახეს, რომელიც გარდაცვლილი პროგრამისტის ცხედარზე და ავტომობილში აღმოაჩინეს.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის თქმით, ამით დასტურდება, რომ მაწევანის ტყეში ავტომობილის და გარდაცვლილი პროგრამისტის აღმოჩენამდე, ცხედარი სწორედ საკალმახე ალგეთში იყო დასვენებული.

"კიდევ რაღაც ექსპერტიზას ატარებენ, დარჩათ ალბათ რაღაც, რომ გააბათილონ და წაშალონ ეს ფაქტი. ბატულაშვილმა რომ მითხრა, შენი გოგო დიდ შარშია გახვეულიო, ორი თვე გავიდა მას მერე, სულ ამაზე მაქვს აქცენტი, ეს ადამიანი შვებლებაში გაუშვეს. ორი თე გავიდა, როგორი შვებულებაა? ეს ადამიანი აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში,"- აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

დღის ამბები