26 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
ადიდებული მდინარეები და დატბორილი სახლები - მაღალმთიან აჭარაში სტიქია მძვინვარებს

უხვმა ნალექმა ეროზიული პროცესები გამოიწვია მაღალმთიან აჭარაში - ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქედის მუნიციპალიტეტში. რამდენიმე სოფელში, ადიდდა მდინარეები და დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე "ბზანა" და დააზიანა ელექტრო გადამცემი ბოძი რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

დღის ამბები