თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა.
მისივე ცნობით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევები საქართველოს რეგიონებზე ასე გადანაწილდა: იმერეთი - 53, თბილისი - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 8, გურია-7, რაჭა-ლეჩხუმი -1, მცხეთა-მთიანეთი -1.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1534 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 4988 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-დე გაიზარდა.