თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო ისევ მწვანე ზონაში რჩება.
მისი განცხადებით, ქვეყანაში ცხელი წერტილია აჭარა, სადაც ტენდენცია კლებისკენ მიდის.
"საქართველო, ჯერჯერობით, მწვანე ზონაში რჩება. პაციენტების რაოდენობით, გარდაცვალების ციფრით და არსებული სიტუაციით მწვანე ზონაში ვრჩებით და ვნახოთ, დინამიკა როგორ იქნება. ცხელი წერტილები კვლავ დასავლეთი და აჭარაა, სადაც გადასროლილია ძალიან დიდი ძალები და მიდის გააქტიურებული მუშაობა. რაღაც შედეგი თითქოს სახეზეა, აჭარაში გარკვეულწილად კლებისკენ მიდის ტენდენცია. კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო -და ვთხოვო, რომ დავიცვათ რეგულაციები: პირბადის ტარება, დისტანცირება და ხელების ჰიგიენა,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული.
გამოჯანმრთელდა კიდევ 40 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა სულ 1534 შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის - 4988 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836.
ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.