26 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

"ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გლდანულაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე დაიბარეს. პარტიის ლიდერები დაკითხვას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ითხოვენ.

გამოძიება შაბათს მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის კოდექსის 189 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

"ერთი კონკრეტული, პოლიტიკური პარტიის დროშების გამოკიდება არის დარღვევა და ჩვენ აღვასრულეთ კანონი და ეს დროშები ჩამოვხსენით, რაზეც შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სხვისი ქონების განადგურებაზე. აქ მოვედი მხოლოდ იმიტომ რომ დავწერო განცხადება და მოვითხოვო მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვა," - განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა.

პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ქუმსიშვილი ამბობს, რომ მათ "ქართული ოცნების" დროშის ნაცვლად სკვერში საქართველოს დროშა დაკიდეს.
 

დღის ამბები