26 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო განხილვა მცხეთაში გაგარძელდება

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი ბრალდებულების სასამართლო განხილვა მცხეთაში გრძელდება.

სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. დაცვის მხარისთვის უცნობია, რა მტკიცებულებებს წარადგენს პროკურატურა.

ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პროცესზე საქმის მთავარი მოწმეები გამოიკითხონ, მათ შორის ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე.

"შესაძლებელია ის მოწმეები დაიკითხონ, ბრეგაძე, ამირხანაშვილი, ახვლედიანი, რომლებიც საქმეში მთავარი მოწმეები არიან. ასევე დარჩენილია წერილობითი, ნივთიერი და ვიდეოჩანაწერები. აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით შეიძლება ითქვას, რომ არცერთი მოწმის, არცერთი მტკიცებულებით, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ძალადობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ან ორგანიზებას,"- აცხადებს არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატი ზაქარია გვიშიანი.

"შესაძლოა წარმოდგენილი იყვნენ მოწმეები, დაზარალებულები, რომლებიც ფაქტის თვითმხილველები არიან. შესაძლებელია დაიკითხოს ორი ბრალდებული, რომლებიც სრულწლოვნები არიან და საქმეზე დასაკითხები არიან. ამასთან გამოსაკვლევია რამდენიმე ვიდეოჩანაწერი და წერილობითი მტკიცებულებები. აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელიც გიორგი მერაბიშვილის ბრალეულობას დაადასტურებდა, არ იკვეთება,"- აცხადებს გიორგი მერაბიშვილის ადვოკატი როსტომ კერესელიძე.

დღის ამბები