რუსეთი საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს - ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმზე ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო წვრთნები დაგმეს.
ქართული დელეგაციის განცხადებით, რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და რეგიონში დესტაბილიზაციას იწვევს.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოსა და უკრაინის დელეგაციებმა.
ყველა მათგანმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.