08 მაისი 2024,   17:44
ვრცლად
ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში COVID-19-ით 5 პირი დაინფიცირდა

5 პირი დაინფიცირდა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში - კორონავირუსი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს დაუდგინდათ. უცნობია ინფიცირების წყარო.

ინფიცირებულებთან კონტაქტირებული რამდენიმე პირი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგების მიერ შენობის დეზინფექცია და თანამშრომელთა ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო მუშაობას ნაწილობრივ დისტანციურად აგრძელებს. პროცესებზე მხოლოდ მხარეები დაიშვებიან, აკრძალულია სხდომათა დარბაზში პროცესზე დამსწრეთა დაშვება, ბრალდებულები კი განხილვას ონლაინ რეჟიმში დაესწრებიან.

დღის ამბები