20 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
"მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები და ხელოვნურად გაჭიანურებული კონკურსები" - ნაზი ჯანეზაშვილი სისტემაში არსებულ ხარვეზებს გაასაჯაროებს

მოსამართლის გარეშე დარჩენილი სასამართლოები და ხელოვნურად გაჭიანურებული კონკურსები - ეს ის საკითხებია, რაზეც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ისაუბრებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლეთა მცირე რაოდენობა მოსახლეობას პრობლემებს უქმნის და მართლმსაჯულების ხარვეზებზე მიუთითებს.

გართულებულია საქმეთა წარმოება, რადგან გადატვირთულია მოსამართლეები, რაც ეფექტურად ვერ აისახება მუშაობის ხარისხზე. მისი განცხადებით, ასეთი მდგომარეობა ქმნის მოსამართლეების მიმართ უნდობლობის საფუძველს.

"პრობლემა არის არა მხოლოდ მოსამართლეთა სიმცირე, რომელიც ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, რომლებიც სასამართლოში დადიან წლების განმავლობაში, არამედ ასევე სერიოზული პრობლემაა ეს თვითონ მოსამართლეებისთვისაც, რომლებიც არიან საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში. ყველაფერი გამოწვეულია მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის უმოქმედობით. კლანურ მმართველობას უკავშირდება და შეიძლება ითქვას, მათ ხელოვნურად შექმნეს ეს პრობლემა, რადგან იშვიათად აცხადებენ მოსამართლე კონკურსებს და კონკურსები რომელი ცხადდება, არ იწვევს ნდობას," - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა

დღის ამბები