27 აპრილი 2024,   04:10
ვრცლად
86 დღიანი უკანონო პატიმრობა - საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფ ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი მის გათავისუფლებას უახლოეს საათებში ელოდება

რამდენიმეთვიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახს დაუბრუნდება. საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულს დღეს გაათავისუფლებს. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა, ერგნეთში გამართული რიგით 97-ე შეხვედრის დროს.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილის 86 დღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, ოჯახი მის გათავისუფლებას უახლოეს საათებში ელოდება. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ხვიჩა მღებრიშვილი ოჯახში 8 დღიანი კარანტინის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდება.

"ველოდებით, მაგრამ 8 დღიან კარანტინში წაიყვანენ, იმის მერე ალბათ უდიდესი სიხარული გვექნება თავისთავად ცხადია. ინფორმაციას რასაც ვფლობდით ხვიჩასგან ერთხელ გამოგზავნილი წერილის საფუძველზე, კარგად ვარო, ნუ ნერვიულობთ, არაფერი მიჭირსო და სავარაუდოდ მალე გამოვალო, მაგრამ ეს სავარაუდოდ მალე თითქმის ერთი თვე გაგრძელდა," - ამბობს ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახის წევრი. 

დღის ამბები