23 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - რევაზ ძოძუაშვილი

ვეტარანმა "დინამოელმა" და ამჯერად ფეხბურთის მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ გუშინ "თბილისის დინამომ" მოყვარულთა დონის ფეხბურთი ითამაშა.  

"ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ "დინამომ" მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ, მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს. ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავაყვებით, რომელის იყო საქართველოში," - აცხადებს რევაზ ძოძუაშვილი.

აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისის" ფეხბურთელებმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩი ფარერების კუნძულის კლუბ "კლაკსვიკთან" 6-1-ით წააგო. მატჩს გულშემატკივრების აღშფოთება მოჰყვა. 

 

დღის ამბები