ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინა ივანიშვილი ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ.
ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს დიდი დანაკარგის გამო, სამძიმარს უცხადებენ.
"ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ცნობილი ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
ბატონი ბადრი იყო ღირსეული და კეთილშობილი პიროვნება. გარდა ამისა, იგი ქართული ჟურნალისტიკისა და ფოტოგრაფიის მემატიანეც იყო - მის ობიექტივს არაერთი ისტორიული მოვლენა აქვს აღბეჭდილი და მომავალი თაობისთვის შემონახული.
ბადრი ვადაჭკორიასთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. გულითადად ვუსამძიმრებთ ბატონი ბადრის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს ამ დიდი დანაკარგის გამო.
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები,"- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც "ქართული ოცნება" ავრცელებს.