მემორიალთან შეიკრიბნენ და დაღუპულ თანამებრძოლებს პატივი მიაგეს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს დილიდან ყვავილებით ამკობენ. გმირთა მოედანზე იმყოფებოდა გენერალ-მაიორი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი.
კობა კობალაძე ამბობს, რომ დღეს მთავარი მიზანი ტკივილის გადალახვა და მომავალი თაობებისთვის ერთიან, თავისუფალ სამშობლოში თანაცხოვრების შესაძლებლობის მიცემაა.
დაღუპული გმირების მისიასა და პრაგმატულ სამშვიდობო პოლიტიკაზე საუბრობს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
1992 წლის 14 აგვისტოს საქართველოს ერთიანობისთვის დაწყებული ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. საომარი მოქმედებები 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე დევნილად იქცა. აფხაზეთის ომში 10 ათასამდე მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.