16 აგვისტო 2026,   03:48
ვრცლად
იაპონიაში, უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რეკორდული წვიმების შედეგად, აღმოსავლეთ იაპონიაში, სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. როგორც BBC წერს, უამინდობის გამო, ტოკიოს - ნარიტას აეროპორტში ათასობით მგზავრი ჩარჩა.

კოკისპირულმა წვიმებმა, რომელსაც ხელისუფლებამ უპრეცედენტო უწოდა, ჩიბას პრეფექტურაში 20 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.

მედიის ცნობით, ხუთშაბათს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის მე-5 დონე გამოაცხადა, რაც საფრთხის უმაღლესი მაჩვენებელია. პარასკევს დილისთვის, ის მე-4 დონემდე შემცირდა, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს მეწყრისა და წყალდიდობის საფრთხის შესახებ.

BBC-ის მონაცემებით, კოკისპირული წვიმები შტორმების სერიას მოჰყვა, რომლებმაც ამ კვირაში იაპონიასა და მეზობელ ქვეყნებს შეუტია. მეტეოროლოგების პროგნოზით, ტაიფუნების ეს სეზონი უჩვეულოდ აქტიური იქნება.

დღის ამბები