16 აგვისტო 2026,   02:34
ვრცლად
Deep state-ის ახალი გეგმა - პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ შტურმის მორიგი ეტაპი დაიწყო

გამარჯვება სხვების ბრძოლის ხარჯზე - ეს ჩრდილოვანი მმართველობის ხელწერაა, რომლის გეგმაც, მმართველი პარტიის თქმით, არ იცვლება. რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს გამოყენება ისევ დღის წესრიგში რჩება. ტაქტიკა კი ქვეყანაში ანტირუსული განწყობებისა და პოლარიზაციის გაღვივებას, საქართველოს ეკონომიკასა და სამშვიდობო პოლიტიკაზე შეტევას და სამხედრო ესკალაციის პროვოცირებას უკავშირდება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გლობალური ძალები ცდილობენ, მათთვის სტრატეგიულ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვას, სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყანაში საკუთარი გავლენების გავრცელებას და იქ მუდმივი ტურბულენტობის შექმნას.

ჰიბრიდული ომის ახალი ტალღის მკაფიო მაგალითს უწოდებს უმრავლესობა ე.წ. რუსოფობიის კამპანიასაც, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, როდესაც ანტირუსული ნარატივი გლობალურად გავრცელდა. მათ შორის საქართველოშიც. ამ პროცესში კი პოლიტიკოსებთან ერთად ჩაერთნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. გააქტიურდნენ ხელოვანებიც, ვისთვისაც ოკუპანტი ქვეყანა წითელი ხაზი, მხოლოდ უკრაინის ომის შემდეგ გახდა.

თუმცა არა საქართველოში განხორციელებული რუსული აგრესიის გამო, 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე ოკუპანტ ქვეყანასთან მაშინდელი ხელისუფლების ლოიალური მიდგომა არავის გაუპროტესტებია. ამის მიუხედავად, ოპოზიციაში დღესაც ამტკიცებენ, რომ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. არადა რუსეთთან ე.წ. დათბობის პოლიტიკის გამო ლარსზე ტურისტებს, თავად სააკაშვილი ხვდებოდა.

უკრაინის მოქალაქე ექსპრეზიდენტი, რომელიც "ფეისბუკ" პოსტებით აქტიურია, ამ დრომდე, არაფერს წერს იმაზე, როდიდან გახდა მათთვის რუსეთი ომის დამნაშავე. მისი პარტია კი მის გამართლებას დღემდე სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს.

იცვლება დავალებები და იცვლება მიდგომებიც - მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ სწორედ ამით იხსნება უკრაინის ომის შემდეგ საქართველოში ანტირუსული განწყობების გამძაფრება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციას და მათ მხარდამჭერებს ე.წ. რუსოფობიური განცდები ლოგიკურად, 2008 წელსვე უნდა გასჩენოდათ, და არა ახლა, როდესაც საფრთხის წინაშე აყენებენ საკუთარი ქვეყნის ეკონომიკასა და ეროვნულ ინტერესებს.

ე.წ დიფ სთეითის გეგმაზე პრემიერ მინისტრმა ბრიფინგზე დეტალურადაც ისაუბრა, კონკრეტული მაგალითებით. ირაკლი კობახიძემ განმარტა რომ საფრთხეები რეალურია, საქართველოს წინააღმდეგ კი კოორდინირებული შეტევის ახალი ტალღა თავის დროზე, ხელისუფლების პოზიციამ განაპირობა, რომელმაც უარი თქვა გლობალურ დაპირისპირებაში მონაწილეობაზე..

დღის ამბები