19 ნოემბერი 2024,   03:49
ვრცლად
თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პირველი დაკავებული ჰყავს - დავით ფურცხვანიძეს მტკიცებულებების გაყალბებას ედავებიან

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს პირველი დაკავებული ჰყავს - ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილის მიზეზების დადგენის პროცესში იმ პირის დანაშაული გამოიკვეთა, ვინც ე.წ. სატელიტის ფოტოთი ამტკიცებდა, რომ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძემ სურათები თავის შვილს გააყალბებინა. მას შემდეგ, რაც ის წყაროდ მიხეილ რამიშვილმა დაასახელა, ფურცხვანიძე ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. შესაძლო მიმალვის საფრთხის გამო კი დამონტაჟებული ფოტოს გამავრცელებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაინტერესდება თუ არა გამოძიება დაკავებულის შვილით - პროკურორი არ გამორიცხავს, რომ საქმეში სხვა პირის დანაშაულიც გამოიკვეთოს.

ფურცხვანიძის დაცვა პირველ ეტაპზე გიგა სვანიძემ გადაწყვიტა, დაკავებული მოინახულა და განაცხადა, რომ ფურცხვანიძე ბრალს არ აღიარებდა. მოგვიანებით კი, გიგა სვანიძემ ფურცხვანიძის დაცვაზე უარი თქვა. დაკავებულს ახლა სხვა ადვოკატი ჰყავს.

ფურცხვანიძის დაკავებიდან მალევე, საკუთარი დაკავება დააანონსა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც მიიჩნია, რომ პროკურატურის ქმედება არის გზავნილი მისთვის, რომ უახლოეს დღეებში მასაც წაუყენებენ ბრალს და ბაჩალიაშვილის საქმის წარმოებას ჩამოაშორებენ

პროკურორის განცხადებით კი, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მუხლით გამოძიება გრძელდება. 

დღის ამბები