05 სექტემბერი 2026,   00:28
ვრცლად
აჭარაში COVID-19-ით ინფიცირებულებთაგან 40 არასრულწლოვანია, 14 კი ორსული

აჭარაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მათგან უმრავლესობა წინა დღეებში გამოვლენილ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან.

რეგიონის 8 COVID ცენტრში 484 პირი მკურნალობს, კარანტინში კი 902 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.

350 პაციენტი ბინაზე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. საერთო ჯამში, ინფიცირებულთაგან 100-მდე არასრულწლოვანი და 14 ორსულია.

"დღესისათვის COVID კლინიკებში 484 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 40 არასრულწლოვანი, 14 კი ორსული. რაც შეეხება COVID კარანტინებს, აქ მეთვალყურეობაზე 902 იფიცირებულია მათ შორის 72 არასრულწლოვანია. ბინაზე მკურნალობას გადის და ონლაინ მეთვალყურეობაზე იმყოფება დაახლოებით 350 პაციენტი. გუშინ კლინებიდან ბინაზე 10 პირი გაეწერა,"- აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე. 

 

დღის ამბები