ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. 59 წლის ქალი ბათუმიდან არის. კლინიკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
პაციენტი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათვსეს.