დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დღეს გარდაცვლილი ინფიცირებულების მდგომარეობა მძიმე იყო, მათ თანმხლები დაავადებები ჰქონდათ. მისივე თქმით, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვლილი ბოლო 7 პაციენტიდან 3 პაციენტი აჭარას უკავშირდება.
"ბოლო 7 გარდაცვლილების შემთხვევიდან უველას მდგომარეობა მძიმე იყო. მათგან 2 ჩვენი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი მძიმე ავადმყოფი იყო. გარდაცვლილთაგან 3 შემთხვევა აჭარას უკავშირდება. დღევანდელი ბოლო შემთხვევა ქუთაისში მოხდა, მაგრამ ინფიცირებული ქუთაისის კლინიკაში აჭარიდან გადმოიყვანეს,"- აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.