19 ნოემბერი 2024,   04:30
ვრცლად
COVID-19-ის რეკორდული სტატისტიკა - 8 თვის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ დღეში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა

8 თვის განმავლობაში დღეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთ დღეში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. 2 ბათუმში, ხოლო 2 თბილისში კოვიდცენტრებში გადიოდა მკურნალობას.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა - 28 სექტემბერს 298 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ყველაზე მეტი ფაქტი აჭარას უკავშირდება, სადაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების დიდი ნაწილი "დონას" თანამშრომლებსა და მომხმარებლებს შორის გამოვლინდა. 1 თვის შემდეგ საკონდიტრომ მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო, მაღაზია მომხმარებლებს 5 ოქტომბრიდან მოემსახურება.

რეკორდულია განკურნებულთა რაოდენობაც, საქართველოში კორონავირუსისგან დღეს 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მთ შორის არის "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე. მან საკარანტინო სივრცე უკვე დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა.

დღის ამბები