სექსუალური ძალადობის მორიგი ფაქტი - "კურიერის" ინფორმაციით, მსხვერპლი 17 წლის მოზარდია.
შემთხვევა იმერეთის ერთ-ერთ რეგიონში მოხდა, არსებული ინფორმაციით, გარყვნილ ქმედებაში ბრალს ოჯახის ახლობელს სდებენ.
მამაკაცზე შემაკავებელი ორდერი გაიცა, მოზარდთან მუშაობენ ფსიქოლოგები. დანიშნულია ექსპერტიზა.
"მშობელი რამდენიმე დღის წინ იყო კლასის ხელმძღვანელთან. სთხოვა, რომ რამდენიმე დღე არ ივლის ბავშვი სკოლაში, სოფელში მყავს და იყავი საქმის კურსშიო. შემდეგ სკოლაში ოვიდა ერთ-ერთი მშობელი და იმან თქვა, რომ მოხდა რაღაც ინციდენტი. მშობელმა სხვა ინფორმაცია მოგვაწოდა, არ შემიძლია დაგიდასტუროთ, მშვიდი ბავშვია. არავის არ მოუმართავს ჩვენთვის, რომ დახასიათება მოეთხოვა,"- უთხრა "კურეირს" სკოლის მასწავლებელმა.
"ინციდენტთან დაკავშირებით ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწოდებთ. ეს არ არის სკოლაში მომხდარი და არც მის სახლში. მუშაობს ფქიოლოგი გამოძიებაც მიმდინარეობს. მოძალადე დაკავებული არ არის, გამოწერილია შემკავებელი ორდერი, რის გამოც ჩვენ უამრავი კითხვა გვაქვს,"-ამბობს სკოლის თანამშრომელი.