24 აპრილი 2024,   06:00
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულმა პირმა გალში ე.წ "აფხაზეთის გამარჯვების" დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე აფხაზური დროშა დაწვა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში დაკავებული პირი აცხადებს, რომ ქართველებისა და აფხაზების დაყოფის თარიღი არ უნდა აღინიშნებოდეს და ის მეგობრული ურთიერთობის მომხრეა.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი გალიდან სოხუმში გადაიყვანეს.

დღის ამბები