23 აპრილი 2024,   10:52
ვრცლად
აშშ-ის ელჩი ახმეტაში რძის ფერმაში სამუშაო პროცესს გაეცნო

აშშ-ის ელჩი ახმეტის მუნიციპალიტეტის იმყოფებოდა. კელი დეგნანი, სოფელ ოდლისში რატი როსტომაშვილის მაღალპროდუქტიულ მერძეულ ფერმას ეწვია და სამუშაო პროცეს გაეცნო.

"ჩვენ ძალიან ვამაყობთ ბატონ რატისთან თანამშრომლობით, ის თავისი ფერმის მეშვეობით უზრუნვეყოფს მაღალი ხარისხის რძისა და ცხოველთა საკვების წარმოებას. გარდა ამისა, მან უზრუნველყო ადგილობრივების დასაქმება, ამ ფერმაში 7 ადამიანი არის დასაქმებული. ეს ნამდვილად არის წარმატების ისტორია,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

როსტომაშვილების 70 სულიანი, მეწველი საქონლის კომერციულ ფერმა გაფართოების და განვითარების მიზნით, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ 5 წლიან პროექტშია ჩართული.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.

დღის ამბები