ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით ბოლო 24 საათში დადასტურებული 453 შემთხვევიდან უმეტესობა 297 კვლავ აჭარის რეგიონიდანაა. 78 არის თბილისი, 52- იმერეთი, 6 - გურია, 6 - სამეგრელო ზემო სვანეთი, 6- შიდა ქართლი, 2- ქვემო ქართლი, 3-კახეთი, 2- მცხეთა-მთიანეთი, 1 - სამცხე-ჯავახეთი.
გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 52%-ია.
"38 კრიტიკულად მძიმეა, 36 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტებიდან 9 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.